რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

19.12.22 18:35
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. 

საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებას სუსი ადასტურებს. 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. 
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია  ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.  
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები