სააკაშვილის მოწამვლის უცნობი დეტალები - პრეზიდენტის ორგანიზმში რადიაქტიული ნივთიერებია აღმოჩენილი

19.12.22 19:08
სააკაშვილის მოწამვლის უცნობი დეტალები - პრეზიდენტის ორგანიზმში რადიაქტიული ნივთიერებია აღმოჩენილი

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის დღემდე უცნობი დეტალები - პრეზიდენტის ორგანიზმში რადიაქტიული ნივთიერებია აღმოჩენილი. სკანდალურ ინფორმაციას მარიამ ჯიშკარიანი ავრცელებს.

სააკაშვილის  გადასარჩენად მისი ორგანიზმის დაუყოვნებელი დეტოქსიკაცია აუცილებელი. სისხლში, თმასა და ფრჩხილში სიცოცხლისთვის საშიში 10-მდე ელემენტია აღმოჩენილი, მათგან 6 ნივთიერება ნეიროტოქსიკურია  - ანადგურებს ფსიქიკას და  ნერვულ სისტემას. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის დროს მოხდა. უფრო დაწვრილებით სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილ ტოქსიკოლოგიურ ნივთიერებებზე ოთშაბათს ორი ამერიკელი ექსპერტი ისაუბრებს.

კიდევ რას ამბობენ ექსპერტები, ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები