თავდასხმა ოპოზიციის ლიდერზე - გიორგი კირთაძეს თავს სატელევიზიო ჩართვის დროს დაესხნენ

19.12.22 19:11
თავდასხმა  ოპოზიციის ლიდერზე - გიორგი კირთაძეს თავს სატელევიზიო ჩართვის დროს დაესხნენ

თავდასხმა  ოპოზიციის ლიდერზე - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი კირთაძეს,  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბათუმის ცენტრში იმ დროს მიაყენეს, როცა მას  სატელევიზიო ჩართვა ჰქონდა. 

კირთაძეს ჯერ კვერცხები დაუშინეს, შემდეგ კი  სიტყვიერი და  ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს. 

პირდაპირ ეთერში  მომხდარი  პოლიციამ რეაგირების გარეშე დატოვა.  ერთადერთი, რაც სამართალდამცველებმა ადგილზე  გააკეთეს, "ალტ-ინფოს" ოფისთან დაცვა გააძლიერეს. სწორედ რადიკალური დაჯგუფების მიერ დაქირავებულ ფართს შეაფარა თავი  აგრესიულად განწყობილმა კაცმა, რომელმაც კირთაძის გარდა, აგინა ჟურნალისტებსაც.

თავდამსხმელის  იდენტიფიცირება გავრცელებული კადრებით  თავისუფლად არის შესაძლებელი, მაგრამ შს სამინისტრო ჯერ ისევ არ ამბობს, დააკავეს თუ არა ოპოზიციის ლიდერზე თავდამსხმელი.
რატომ არ აკავებენ თავმდამსხმელს, ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები