ჰააგას სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება - "ოცნება" მომხდარს საკუთარ წარმატებად ასაღებს
ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება და ხელისუფლების პირველი პირების დუმილი - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა ისე ჩაატარა, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ დანაშაულებებზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
ოფიციალური თბილისი ვერც იმას ბედავს, რომ ქართველების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოძიება დაიწყოს.
მინძაევი, გუჩმაზოვი, სანაკოევი - ჰააგამ უკვე დაასახელა ის პირები, ვისი ბრძანებითაც ნადგურდებოდა ქართული სოფლები.
ჰააგას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცის ვიცე-პრემიერმა დავითაშვილმა. თეა წულუკიანი კი ყველაფერს საკუთარ წარმატებას მიაწერს და ამბობს, რომ მისი დამსახურებაა საქართველოს გამართლება აგვისტოს ომის საქმეზე.
ოპოზიციას ითხოვს, მომზადდეს სამართლებრივი საფუძველი, რის მიხედვითაც რუსეთს საქართველოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაევალება.
რატომ დუმს ხელისუფლება, ნახეთ რეპორტაჟში.