ახალი ომბუდსმენი სავარაუდოდ არ გვეყოლება - ,,ოცნებისა" და ოპოზიციის კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა
ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი სავარაუდოდ არ ეყოლება. კიდევ ერთი და ამ ეტაპზე ბოლო კონსულტაცია, რომელიც პარლამენტში, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, კაბინეტში გაიმართა, ისევ უშედეგოდ დასრულდა - ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.
,,ოცნებას" უკვე გაცხადებული აქვს, რომ გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს მხარს არ დაუჭერენ, ოპოზიცია კი ფიქრობს,რომ დანარჩენი კანდიდატების დამოუკიდებლობის შესახებ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ფაქტია, რომ პროცესი ჩიხშია და ომბუდსმენობის კანდიდატზე შეთანხმება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. პასუხისმგებლობას ოპოზიცია ოცნებას აკისრებს.
რატომ მივიდა პროცესი აქამდ და სრულად არის თუ არა ამოწურული მოლაპარაკებების რესურსი? - ვრცლად იხილეთ ხატია სამხარაძის სიუჟეტი.