სააკაშვილის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვნას სთხოვს, ამის შესახებ ვიდეომიმართვაშია საუბარი რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ვოლოდიმერ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს უკრიანამ მიიღოს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის, თუმცა იქვე განმარტავს რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ან შეერთებულ შტატებში, სადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისია ხელმისაწვდომი.
ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, მივმართავ, ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულისხმიერება. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა. ეს უნდა შეჩერდეს. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. - აცხადებს ზელენსკი
უკრიანის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ეს ნაბიჯი ჰუმანიტარული მიზნების გამო გადადგას.