,,ოცნებამ" პირობა დაარღვია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩიხში შევიდა

20.12.22 11:33
,,ოცნებამ" პირობა დაარღვია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩიხში შევიდა

პროცესი ჩიხში შევიდა - ახალი სახალხო დამცველის არჩევას  პარლამენტი ვერ ახერხებს. პოლიტიკურ პარტიები საერთო კანდიდატზე ვერ შეტანხმდნენ. თუ აქამდე მმართველი პარტია ირწმუნებოდა, რომ საკუთარი კანიდატი  არ ეყოლებოდა, ახლა პირობა შეცალა. გარდა ამისა, ომბუდსმენის არცევის პროცესს ის გარემოებაც აბრკოლებს, რომ ,,ქართულ ოცნებას" ომბუდსმენის პოსტზე მესამე  სეტქორის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერა არ სურს.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ,,ოცნებას" სახალხო დამცველის ინსტიტუტის ხელში ჩაგდება სურს. პირობების დარღვევაში ადანაშაულებს ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორიც.

ედუარდ მარიკაშვილი ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" - ს ტავმჯდომარე.

,,ოცნების პირობა იყო, რომ ისინი არ წარადგენენ საკუთარ კანდიდატურას პარლამენტში. ეს კი იმას გულისხმობდა, რომ ისინი თავიანთ ინტერესს ამ კუთხით არ გამოავლენდნენ, მხარდაჭერას რომელიმე კანდიდატის მიმართ, რაც ერთის მხრივ პოზიტიური ნაბიჯი იყო. თუმცა, გუშინ განცხადებების შემდეგ ვნახეთ, რომ ,,ოცნებამ" სხვა სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ის პირები ამოარჩია,  რომლებიც, მისი წარმოდგენით, შესაფერისები არიან და ეს გულისხმობს მხოლოდ ერთ კრიტერიუმს, რომ ეს კანდიდატები მათ ინტერესებს გატარებენ.

ეს პირობის დარღვევაა. ,,ოცნების" მიზანია, ეს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. - აცხადებს ,,დემოკრატიული ინიციატივის" ხელ;მძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი

პარლამენტში  პარალელურად პოლიტიკურ პარტიებს შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კონსულტაციები იწყება.  

მსგავსი სიახლეები