"სუს-ისა და „ოცნების“ დაგეგმილი პროვოკაციაა" - კირთაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ
კაცი, რომელიც ოპოზიციის ლიდერს პირდაპირ ეთერში თავს დაესხა, ისევ თავისუფალია.
24 საათზე მეტია, ვერც საგამოძიებო სამსახურმა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახდინა იმ მოძალადის იდენტიფცირება, რომელმაც გიორგი კირთაძეს კამერების წინ ჯერ აგინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
რეაგირება არც შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მოახდინა.
ოპოზციის ლიდერზე თავდამსხმელი, სავარუდოდ ძალადობრივი დაჯგუფება "ალტ ინფოს " წევრია.
თავად გიორგი კირთაძეს კი გამოძების იმედი არ აქვს და ამბობს, რომ შეიძლება დააკავონ თავდამსხმელი, მაგრამ მას მალევე გირაოთი გაათავისუფლებენ.
კირთაძე მომხდარს სუს-ისა და "ოცნების" მაღალჩინოსნების დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.
„ვიყავი გამოკითხვაზე მისული. რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ ამ ყველაფერს რეაგირება სწორად მოყვება. შესაძლოა, იმის გამო, რომ დიდი ამბავი ატყდა, ეს ადამიანი დააკაონ. მერე ალბათ მინიმალური გირაოთი გამოუშვებენ. ეს მოხდება იმიტომ, რომ, ეს რა თქმა უნდა, იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. ამ ყველაფერს გეგმავს სუს-ისა თუ „ოცნების“ მაღალჩინოსნები. გამოძებას აინტერესებდა, ვიცნობდი თუ არა ამ ადამიანს. პირველად ვნახე საერთოდ. მგონია, რომ როდესაც ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება, თან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პოლიციის განყოფილებიდან 200 მეტრში, მგონი ამდენი ხანი არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანის იდენტიფიცირებას“, - ამბობს კირთაძე.
ოპოზიცია ამბობს, რომ მომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლება არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.