"ჰააგას სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტია" - აგვისტოს ომში ბრალდებული სანაკოევი

20.12.22 11:42
"ჰააგას სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტია" - აგვისტოს ომში ბრალდებული სანაკოევი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატი, რომელიც ჰააგას პროკურორმა აგვისტოს ომის დამნაშავედ სცნო, საერთაშორისო ინსტიტუტს რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად მოიხსენიებს. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.

სანაკოევი ისევ ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომში საქართველო აგრესორი, ხოლო  სამხრეთოსეთი მსხვერპლი იყო. 

ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ასე სწორედ ახლა დასრულდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად. საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს, ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი, საქართველო კი აგრესორი, ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სურს დამნაშავეებად ჩვენ გამოგვიყვანოს, რუსეთი კი – აგრესორად, რომელიც საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს დაესხა,  – თქვა სანაკოევმა.

მსგავსი სიახლეები