ბატონ სააკაშვილს არ ვეთანხმები - მამუკა ხაზარაძე

05.03.21 12:32
ბატონ სააკაშვილს არ ვეთანხმები - მამუკა ხაზარაძე

ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ კიდევ ერთ გზად პლებისციტი დასახელდა, რომლის წინააღმდეგია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პლებისციტი ცივილური მექანიზმია გაიგონ მოსაქალაქეებისგან, სურთ თუა არა მათ პროპორციული არჩევნები. ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის მოსაზრება მისთვის მიუღებელია.

ჩატარდეს პლებისციტი, როგორც მექანიზმი, სადაც ჩვენ მოსახლეობას, მოქალაქეებს ვკითხავთ სჭირდებათ თუ არა მათ სრულად პროპორციული არჩევნები 2020-22-ში, რაც იქნება ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადატვირთვა, ცივილური გადატვირთვა, იქნება დასაბამი ახალი, მრავალპარტიული პარლამენტისა. ვინც ამ ცივილურ პროცესს ეწინააღმდეგება, მე არ ვეთანხმები ამ შემთხვევაში, ბატონი სააკაშვილის ეს გამოსვლა ჩემთვის არის მიუღებელი, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.