ომბუდსმენის შერჩევის პროცესი ჩიხში შევიდა - რას ამბობს ხელისუფლება
ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი, სავარუდოდ, მომავალ წლამდე არ ეყოლება. ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. კონსულტაციები აღარ იგეგმება.
"ქართული ოცნება" უკვე ღიად ამბობს, რომ საკითხის განხილვას ამ ეტაპზე აღარ აპირებს. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ შეთანხმების მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს.
ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა ამ პროცესისი წარმატებით წარმართვისთვის. ჩვენ მაინც იმედს გამოვთქვამთ, რომ საბოლოოდ, შესაძლებლად მაინც ვთლით, რომ თეორიული შანსი არსებობდეს იმის, რომ გარკვეული შეთანხმება მოხდეს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ეს ნამდვილად არ იქნება ტრაგედია, რამეთუ ძალიან მალე კიდევ ერთხელ მოვუბრუნდებით ჩვენ სახალხო დამცველის არჩევის საკითხს და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მეორე ჯერზე მაინც ჩვენ შევძლებთ და ისეთ კანდიდატთან მიმართებით შევაჩერებთ ჩვენს არჩევანს ოპოზიციასთან ერთად, რომელიც დაიმსახურებს პარლამენტის წევრობის მხარდაჭერას და საქართველოს ეყოლება ახალი სახალხო დამცველი, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
მიხეილ სარჯველაძე კი ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ ისინი საკითხს უფრო კონსტრუქციულად უნდა მიუდგნენ, სხვა შემთხვევაში, სახალხო დამცველის არჩევა ვერ მოხერხდება.
იმედი მაქვს, რომ გადახედავენ საკუთარ პოზიციას ოპოზიციაში და ცოტა უფრო კონსტრუქცვიულად მიუდგებიან საკიტხს, შედეგზე ორინეტირებით. შედეგზე ორიენტირებაში ვგულისხმობ იმას, რომ მათი სიჯიუტის გამო არ ჩავარდეს ეს პროცესი, რომელიც წარიმართა სახალხო დამცველის ასარჩევად. თუ ოპოზიცია დარჩება კვლავ უცვლელი და შესაბამისად, ეს სიჯიუტე და ულტიმატუმი ძალაში დარჩება, ამ შემთხვევაში, სამწუხაროა, მაგრამ შეიძლება ვერ მოვახერხოთ სახალხო დამცველის არჩევა, - თქვა სარჯველაძე.
ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახლა სხვა გზა ირჩია და ის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აღარ გამართავს. ამსი მიუხედავად, მათ თქმით, მმართველი გუნდი ცალკეულ დეპუტატებს დაელაპარაკება და მათ გადაბირებას შეეცდება.
მემგონი, ასე მარტივად არ დანებდებიან, ხელს არ ჩაიქნევს „ქართული ოცნება“ და ჯერ კიდევ სცდიან ვინმეს გადაბირებას ოპოზიციიდან. რამდენად გამოუვათ, ამას ვნახავთ. „ქართული ოცნება“ ამას შეხვედრებზე, ფაქტობრივად, ღიად ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფარქციის თავმჯდომარე ვერ აკონტროლებს მთელ ოპოზიციას და ამიტომ,. ისინი ამბობდნენ, რომ ასეთ ხმებს მოიპოვებდნენ და ვნახოთ, - თქვა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ.