ეს არ არის საკითხი, რომელიც შესაძლოა, ვინმეს შიმშილობის გზით წყდებოდეს - მიხეილ სარჯველაძე

21.12.22 13:29
ეს არ არის საკითხი, რომელიც შესაძლოა, ვინმეს შიმშილობის გზით წყდებოდეს  - მიხეილ სარჯველაძე

ხელისუფლების პასუხი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  მოშიმშილე დეპუტატებს. ,,ქართული ოცნება" ენმ-ს 3 წევრს პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტას ურჩევს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს, რომ შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს გადაწყვეტს და აქ საჭიროა პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარება.

ეს არ არის საკითხი, რომელიც შესაძლოა, ვინმეს შიმშილობის გზით წყდებოდეს. საკითხს სჭირდება უპირველესად სამართლებრივი გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ რელევანტური იყოს ამ საკითხზე მსჯელობა მათ შორის იმის გამო, რომ ცალკეული ადამიანები შიმშილობენ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ დრომდე მოშიმშილე დეპუტატები მმართველი გუნდიდან არავის მოუნახულებია. ერთდერთი გამონაკლისი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.


 

მსგავსი სიახლეები