ომში ჩართვასთან დაკავშირებით "ოცნების" ყველა სპეკულაცია დასრულებულია - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ უკრაინის ოფიციალურმა განცხადებამ "ქართული ოცნების" პროპაგანდა საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით ჩამოშალა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ზელენსკის განცხადება გაცილებით უფრო წონიანია, რადგან მას მსოფლიო ლიდერები უსმენენ.
ყველა სპეკულაცია ამით დასრულებულია. „ქართული ოცნების“ თვეების მანძილზე მიმდინარე ეს აღვირახსნილი შეტევა უკრაინაზე, დასავლელ პარტნიორებზე ომში ჩართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით უკვე არის დასრულებული, ამიტომ დღეის ამას იქეთ „ქართული ოცნება“ რომ იტყვის რამეს ომში ჩართვაზე, ძალიან გთხოვთ, ჩვენ ვერ ვხვდებით-ხოლმე და თქვენ იქნებ, ჟურნალისტებმა, სახეზე ააფაროთ ხოლმე ოფიციალური პოზიცია უკრაინის.
მე ზელენსკის განცხადებას გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმიტომ, რომ მის განცხადებას ძალიან სერიოზულად უსმენენ მსოფლიო ლიდერები და მათი ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში იქნება მნიშვნელოვანი, - თქვა ვაშაძემ.