რა სერვისი სჭირდება, რომელზეც ხელი არ მიუწვდება? - სარჯველაძე სააკაშვილზე
"ქართული ოცნების" ლიდერი, მიხეილ სარჯველაძე, ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისზე ხელი მიუწვდება და ამაზე სასაყვედურო არავის არაფერი აქვს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სერვისი სჭირდება, რომელზეც ხელი არ მიუწვდება, თუ ვინმეს ასეთი მოსაზრება აქვს, მითხარით და ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ეს არ არის უბრალოდ მოსმენილი, არამედ შემოწმებულია ეს ყველაფერი, ნებისმიერი სერვისი სამედიცინო, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს, დიახ, რა თქმა უნდა, ამის მიწოდებაზე ვალდებული და პასუხისმგებელი გახლავთ სახელმწიფო. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და ამ კუთხით სასაყვედურო, მერწმუნეთ, არავის არაფერი აქვს, - თქვა სარჯველაძემ.