მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძმას მადლობას უხდის

21.12.22 13:53
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძმას მადლობას უხდის

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძმას მადლობას უხდის. საუბარია, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის საქართველს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. 

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც გაახსენდა და 55-ე დაბადების დღე მიულოცა. 

დიდი მადლობაო ყველას, ვინც მომილოცა, ვისაც გაახსენდა ეს დღე, ყველას დიდი მადლობა გადაეციო - ეს იყო თხოვნა. არ იცოდა, რადგან ძირითადად მაინც უკრიანას უყრებს. მე უთხარი, რომ საინტერესო ინფორმაციები იყო და გადართო.  მოისმინა უკრაინელების გამოსვლა და ასევე ბატონი ოთარის, ჩვენი პრეზიდენტის ძმის, განცხადება ძალიან მოეწონა“ - ამბობს გიული ალასანია. 

რაც შეეხება პრეზიდენტის ჯანმრთელობას, გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უცვლელია. 

ოთარ ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული სახელმწიფოს შემქმნელია და მის  უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს. 

მსგავსი სიახლეები