მეტრო "გოცირიძის" რეაბილიტაციისთვის „მამისონს“ ტენდერში არ გაუმარჯვია, კალაძემ შეარჩია - დონაძე

21.12.22 13:52
მეტრო "გოცირიძის" რეაბილიტაციისთვის „მამისონს“ ტენდერში არ გაუმარჯვია, კალაძემ შეარჩია - დონაძე

,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო დონაძე, ამბობს, რომ კომპანია „მამისონი“, რომელიც მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია.

დონაძე პირდაპირ კახა კალაძეს ადებს ხელს და ამბობს, რომ სწორედ თბილისის მერმა შეარჩია აღნიშნული კომპანია, რომელსაც 4-ჯერ გადაუვადა რეაბილიტაციის პერიოდი.

ამ კომპანიას ხელშეკრულებები დაუდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით, გამარტივებული წესით. ამ კომპანიას ტენდერში არ გაუმარჯვია. ეს კომპანია შეარჩია კახა კალაძემ. მშენებლობის და რეაბილიტაციის პერიოდში მერიამ ოთხჯერ გადაუვადა სამუშაოების დასრულების ვადები. ახლაც, ბოლო გადავადება არის 31 დეკემბრის ჩათვლით. ასე რომ, მთელი ეს პროცედურა, რაც დრეს კახა კალაძემ ახსენა და კომპანიას ადანაშაულებს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება კალაძეს", - ამბობს დონაძე.

თბილისის მერია აპირებს, ,,მამისონის" მიერ დაშვებული შეცდომები საკუთარი ძალებით გამოასწოროს , ხოლო ის თანხები, რაც პროექტის შესრულებისას დაიხარჯება, კომპანიისგან სასამართლოს გზით მიიღოს. 

მსგავსი სიახლეები