უკრაინის დღის წესრიგში სააკაშვილის საკითხი ყველაზე მაღალ დონეზე დგას - სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

21.12.22 14:20
უკრაინის დღის წესრიგში სააკაშვილის საკითხი ყველაზე მაღალ დონეზე დგას - სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

ზელენსკის განცხადება ცხაყოფს, რომ უკრაინის დღის წესრიგში სააკაშვილის საკითხი ყველაზე მაღალ დონეზე დგას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა.

ევგენი გრუშოვეცის თქმით,  საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის გზავნილები უნდა გაითვალისწინოს, რადგან ზელენსკის მიმართვას მსოფლიო უსმენს. 

გონიერი ადამიანები მკაფიოდ გაიგებენ ამ სიგნალებს. იცით, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ყველა ის გზავნილი, რასაც უკრაინა ავრცელებს. მას უსმენენ, უყურებენ და ამ სიგნალებზე რეაგირებენ. იმ პირობებში, როდესაც  უკრაინაში  ომია და ქვეყნის პირველი პირი საუბრობს მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქის საკითხზე  ეს ნიშნავს, რომ                                                                                       უკრაინის დღის წესრიგში სააკაშვილის საკითხი ყველაზე მაღალ დონეზე დგას. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გზავნილი სააკაშვილის საკითხზე, მოისმინეს ევროპაში, ამერიკასა და ყველა ქვეყანაში, და ახლა ჩვენ ველით რას იტყვის საქართველოს ხელისუფლება ამ თემაზე, - აღნიშნა ადვოკტმა. 

მსგავსი სიახლეები