შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ზელენსკი სააკაშვილის საკითხს არ იცნობს - სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი
საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი პასუხობს. ევგენი გრუშოვეცი ირწმუნება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყურმოკვრით არ საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ზედმიწევნით იცნობს.
ადვოკატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ზელენსკის განცხადება ყურად უნდა იღოს.
არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაა. პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის შესახებ საუბრობს, ეს ხდება არა იმიტომ, რომ რაღაც ყურმოკვრით იცის, ეს ხდება იმიტომ, რომ მან მიიღო სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება სააკაშვილის თავს. პრეზიდენტი ამ ვითარებას დიდი ხანია თვალს ადევნებს და არა მხოლოდ ის, ასევე მისი ოფისიც, სამინისტროც, ამიტომ შეცდომაა იმის ფიქრი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ იცნობს ვითარებას სააკაშვილის საკითხზე რაც ხდება. მკაფიოდ იცის, მკაფიოდ ესმის. უკრაინას აქვს თანმიმდევრული პოზიციაა სააკაშვილთან დაკავშირებით. ზელენსკის განცხადება არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლების დასაფიქრებლად - ღირს კი იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, რომ იყოს ეს სკანდალი და მთელმა მსოფლიომ დაინახოს რომელ მხარეს აირჩევს საქართველო - დემოკრატიას თუ რაღაც სხვა რეჟიმს. პრეზიდენტი ზელენსკი არ აკეთებს განცხადებებს იმისათვის, რომ მას ასე მოუნდა. სინამდვილეში უკრაინა აკეთებს ძალიან ბევრს სააკაშვილისთვის. ეს იყო მანამდეც, ვიდრე ომი დაიწყებოდა - საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, იუსტიციის სამინისტროს ხაზით იყო ძალიან ბევრი წერილი და შუამდგომლობა, რომ სააკაშვილს მიეღო სათანადო მკურნალობა და სამართლიანი და კანონიერი სასამართლო პროცესი, - თქვა გრუშეოვეცმა.