იმედები გაგვიცრუეთ, არჩევნებში აღარ დაგეხმარებით! - საზოგადოება "სტალინელი" ღარიბაშვილის ხელისუფლებას
საზოგადოება "სტალინელს" ხელისუფლებამ იმედი გაუცრუა - ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებზე ისინი "ოცნებას" ხმების მობილიზაციაში აღარ დაეხმარებიან.
,,ქართულ ოცნებას" არჩევნებში აღარ დავეხმარებით, დანაპირები არ შეგვისრულეს - ამბობს ზურაბ ზუმბულიძე.
მისი თქმით, ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და გორში სტალინის ძეგლი ამ დრომდე არ დააბრუნა.
“ქართულ ოცნებას არჩევნებზე ვეხმარებოდით სტალინელები, იმიტომ რომ გვპირდებოდნენ ძეგლის დაბრუნებას, თუმცა 10 წელია და მათ ეს დაპირება დღემდე არ შეასრულეს, ამიტომ მომავალ არჩევნებზე აღარ დავეხმარებით, სტალინელები არც ისე ცოტანი ვართ - ამბობს ზურაბ ზუმბულიძე.
საზოგადოება ,,სტალინელი" ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, აიკრძალოს ,,დიდი ბელადის" მუზეუმში ძაღლებისა და ველოსიპედების გადაადგილება, ასევე, 21 დეკემბერი დაწესდეს სტალინის დღედ.