ტროლების ახალი დაჯგუფება - "ოცნების" მხარდამჭერები, რომლებიც სააკაშვილს ლანძღავენ, სხვების იდენტობას იპარავენ
აღმოჩენილია "ქართული ოცნების" ტროლების ახალი დაჯგუფება. ირკვევა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები, ვინც მიხეილ სააკაშვილს ლანძღავენ, სოციალურ ქსელში სხვების იდენტობას იპარავენ.
რუსული სერიალის "ბრიგადა"-ს მსახიობი, რუსი მსახიობი, იულია ჟიგალინა, ნადეჟდა კრივოი როგიდან,ოდესელი ეკატერინა, იტალიელი კომპოზიტორი, იტალიელი მეღვინე, კალიფორნიელი ფინანსისტი და თურქი ექიმი.
დგინდება, რომ ყველას პირადი მონაცემები და ფოტოები "ქართული ოცნების" ტროლებმა მოიპარეს, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდები შექმნეს და მიხეილ სააკაშვილს ლანძღავენ. წერენ, რომ მესამე პრეზიდენტი "იმსახურებს, რა მდგომარეობაშიც იმყოფება, აფერისტია, სიმულიანტია, შოუმენი და თაღლითია".
ტროლებისა და ანონიმური FB ექაუნთების მობილიზება სააკაშვილის წინააღმდეგ - ვრცლად ნახეთ "მითების დეტექტორის" კვლევაში.