ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, მთელი დემოკრატიული სამყაროს სირცხვილია - ლვოვის მერი
ლვოვის მერი ანდრეი სადოვი მიხეილ სააკაშვილს სოციალური ქსელით დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ ომის მიუხედავად, მეგობრის განსაცდელში მიტოვება არ შეიძლება.
სადოვი მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავს ხდება, მთელი დემოკრატიული სამყაროს სირცხვილია.
წელიწადზე მეტია მესამე პრეზიდენტი ციხეშია. იქ არსებულ მდგომარეობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ კადრებითა და ფოტოებით, რომელიც მის მძიმე მდგომარეობას ასახავს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ახლა ჩვენი ომი გვაქვს მოსკოვის რეჟიმთან, მაგრამ მეგობრის განსაცდელში მიტოვება არ შეიძლება. ის, რაც ახლა მის თავს ხდება, ეს არის სირცხვილი მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. არ შეიძლება ციხეში იჯდეს ადამიანი, რომელმაც საქართველო საბჭოთა უფსკრულიდან ამოიყვანა. ჩვენ არ ვივიწყებთ სააკაშვილს, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, - წერს სადოვი.