ხვალ, 11-ზე სასამართლოსთან, მიშას თავისუფლებისთვის! - ნიკა მელია

21.12.22 15:12
ხვალ, 11-ზე სასამართლოსთან, მიშას თავისუფლებისთვის! - ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს. ნიკა მელია მომხრეებს ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

დღეს მიშას დაბადების დღეა - თავისუფლება მას!
ხვალ, 11-ზე სასამართლოსთან, მიშას თავისუფლებისთვის!
- წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება, სადაც უნდა გაირკვეს, გაუშვებენ თუ არა საქართველოს მსჯავრდებულ პრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ.

მსგავსი სიახლეები