ძალიან სევდიანია, ჰააგაში გამართლებული მთავარსარდლი, დღეს პუტინის ტუსაღია - ხერხაულიძე
ძალიან სევდიანია, ჰააგაში გამართლებული მთავარსარდალი, რომ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ "ვივა-მედთან" შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
"დღევანდელი დღე არის ძალიან სევდიანი, როდესაც ქვეყანა, რომელსაც მიზეზი აქვს დიდი ზეიმის, ვგულისხმობ ჰააგაში გამართლებული მთავარსარდლის კლინიკაში ხილვა, რომელიც ტუსაღია დღეს პუტინის, ამ ვითარებაში ხვდება დღეს თავის დაბადების დღეს, რა თქმა უნდა ეს არის ერთი ძალიან სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის." - ამბობს ხერხეულიძე.