გუშინ საკააშვილთან იყო ტოქსიკოლოგი, რომელიც მის მოწამვლას არ გამორიცხავს - ეკა ხერხეულიძე

21.12.22 15:44
 გუშინ საკააშვილთან იყო ტოქსიკოლოგი, რომელიც მის მოწამვლას არ გამორიცხავს - ეკა ხერხეულიძე

კლინიკაა "ვივა მედმა " მიხეილ სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგი მოიწვია. ირკვევა, რომ სპეციალისტი პაციენტს გუშინ შეხვდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს პირდაპირ უთხრა, რომ შესაძლოა, ის მოწამლული იყოს - ეს ინფორმაციაა პალტიდან ეკა ხერხეულიძემ გამოტანა. 

ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან ტოქსიკოლოგის მოწვევასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დილით მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, გაახმოვანა, თუმცა, მას არ ჰქონდა დამატებითი დეტალები, თუ ვინ იყო აღნიშნული მედიკოსი.

ინფორმაცია გადაამოწმა ეკა ხერხეულიძემ, რომელიც სააკაშვილს დღეს შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ გუშინ მასთან იყო ტოქსიკოლოგი, პროფესორი, რომლის სახელი არ ახსოვს. მასნ თქვა, რომ ტოქსიკოლოგი მოწამვლას არ გამორიცხავს, მაგრამ სისხლის ანალიზის აღებას აზრი არ აქვს დროის მანძილის გავლის გამო. 

თავად ტოქსიკოლოგის პასუხი მითხრა სააკაშვილმა, რომ მან არ გამორიცხა მოწამვლის შესაძლებლობა, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები