თუ ხვალ სააკაშვილს პროცესზე ჩართავენ, საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ მესამე პრეზიდენტს - ეკა ხერხეულიძე
ჩართავენ თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე - მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელი და მეგობარი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" გააკეთებს იმას, "რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის".
„არ ვიცი, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ შეფი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, მოისურვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩართოს ონლაინ და ანახოს საზოგადოებას. ამაზე პასუხი „ქართულ ოცნებაშიც“ არ ექნებათ იმიტომ, რომ ეს გადაწყდება დილით, როგორ გუნებაზეც გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. თუ ჩართავენ და საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, უძლურებაში მყოფს, რომლის მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული და რომელიც იმსახურებს მიეცეს სიცოცხლის შესაძლებლობა “, - განაცხადა ხერხეულიძემ.