პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა

21.12.22 16:23
პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

 

მსგავსი სიახლეები