არ უყვარს თავისი დაბადების დღეები. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშვნა ამ დღეს უადგილოა - ლიზა იასკო სააკაშვილზე

21.12.22 16:49
არ უყვარს თავისი დაბადების დღეები. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშვნა ამ დღეს უადგილოა - ლიზა იასკო სააკაშვილზე

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავისი დაბადების დღეები არ უყვარს . 

„დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

არ დავდებ ფოტოს და არაფერს, რადგან ძალიან მტკივნეულია ამის გაძლება, როგორც ყველა ვიდეო ან ფოტო, რომელიც ბოლო დროს იდება, რომელიც ამდაბლებს მას და მის ღირსებას.

განსაკუთრებულად არ უყვარს თავისი დაბადების დღეები. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშვნა ამ დღეს უადგილოა.

დღეს შესაძლოა სხვადასხვა პროვოკაციები იყოს. იმიტომ რომ სასამართლო ხვალაა და ბევრს სურს ისევ სხვადასხვა დეზინფორმაციის, ინტრიგების, სხვადასხვა ბოროტების გაქცევა, რომ მთავარიდან ყურადღება გადაიტანოს.

ნუ წამოეგებით მათ ნათქვამს, ვინც ამბობს, რომ „კარგად იქნება, რადგან ვიღაცამ რაღაც გადაწყვიტა“.

ეს ყველაფერი ხშირად კეთდება იმისთვის, რომ ხალხი გაუგებრობაში ამყოფონ.

ყველას გამძლეობას ვუსურვებ! ასევე კრიტიკული და ბრძნული აზროვნების უნარს!“. – წერს ლიზა იასკო.

21 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუბილარია. მას 55 წელი შეუსრულდა.

მსგავსი სიახლეები