სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან

21.12.22 17:14
სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადამწყვეტ პროცესამდე 18 საათზე ნაკლები რჩება - ხვალ მიხეილ  სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმის განხილვა გაგრძელდება.

მოსამართლეს  ჩვენებას მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნის ავტორები და ექიმები მისცემენ. პროცესზე დასწრება სურს თავად პრეზიდენტსაც, თუმცა მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე ჩართვის უფლებას, ისევ გაურკვეველია.

სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.