თუ ოპოზიცია და "ოცნება" სახალხო დამცველზე ვერ შეთანხმდა, ეს მსოფლიოს დასასრული არ იქნება - სამხარაძე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია და მმართველი გუნდი სახალხო დამცველზე ვერ შეთანხმდა, ეს მსოფლიოს დასასრული ნამდვილად არ იქნება.
სამხარაძის თქმით, ოპოზიცია პროცესის ჩავარდნას ხელისუფლებას დააკისრებს, ხელისუფლება კი ოპოზიციას.
კარგი არ იქნება თუ ჩვენ სახალხო დამცველზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ეს არ იქნება მსოფლიოს დასასრული, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვცადოთ თავიდან. მთავარია, რომ სახალხო დამცველი ავირჩოთ იქამდე, სანამ ჩვენი შეფასება დაიწყება. ეს იქნება გაზაფხულზე, შესაბამისად, ჩვენ გაზაფხულადე კიდევ გვაქვს დრო. ოპოზიცია ამის ჩავარდნას ხელისუფლებას დააკისრებს და ჩვენ დავაკისრებთ ოპოზიციას, ამაში მგონი საკვირველი არაფერი არ უნდა იყოს“, - ამბობს სამხარაძე.