სახალხო დამცველის არჩევაზე „ოცნება“ დიდად არ ნერვიულობს - აქუბარდია

21.12.22 17:51
სახალხო დამცველის არჩევაზე „ოცნება“ დიდად არ ნერვიულობს - აქუბარდია

დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პირდაპირ ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევა პარლამენტში შეუძლებელი იქნება.

მისი თქმით, ომბუდცმენის არჩევაზე „ოცნება“ დიდად არ ნერვიულობს.

არ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის არჩევას პარლამენტში შევძლებთ, იმიტომ, რომ 90 ხმაზე კონსესუსი არ არის. არც იმის განცდა მაქვს, რომ ამაზე დიდად ნერვიულობს „ქართული ოცნება“. ეს კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იქნება ქვეყნისთვის, რამდენადაც „ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება სრულიად ჩავარდნა, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას მამრთველი პარტია სრულიად უდიერად ექცევა“, - ამბობს თეონა აქუბარდია