უკრაინაში რაც ხდება, ეს არა რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედეგია - პუტინი

21.12.22 18:15
უკრაინაში რაც ხდება, ეს არა რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედეგია - პუტინი

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არა რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედეგია.

განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია, რომლებიც მისივე თქმით, ყოველთვის ცდილობდნენ რუსული სამყაროს დაშლას.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ უკრაინელ ხალხს კვლავ მოძმეებად თვლის.