სააკაშვილი არავის მოუწამლავს, მთელი ეს კამპანია იყო "ფეიკი" - მდინარაძე

21.12.22 19:32
სააკაშვილი არავის მოუწამლავს, მთელი ეს კამპანია იყო "ფეიკი" - მდინარაძე

"ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ არის და მთელი ეს კამპანია ტყუილი იყო.

სპეკულაციის გარდა იყო მანიპულაციის უმაღლესი ხარისხი. ამბობდნენ რომ სააკაშვილს ორგანიზმში გარკვეული ნივთერებები აღმოაჩნდა და არ ამბობდნენ რაოდენობას. ყველა ადამიანს აქვს ეს ნივთიერებები ორგანიზმში, ოღონდ მას ჰქონდა დასაშვებიო ზღვარის ქვემოთ. ანუ, ვინც საექსპერტო დასკვნას გასცემს, მას შეიძლება ვერაფერში ევრ მოედავო, კი არ იტყუებიან, ოღონდ თითოეულმა ჩენგანმა ანალიზები რომ გავიკეთოთ, ჩვენც აღმოგვაჩნდება. დღეს აღმოჩნდა, რომ ის არავის არ მოუწამლავს და ამაზე არანაირი ეჭვი არ შეიძლება იყოს. მთელი ეს კამპანია სააკაშვილის მოწავლაზე იყო ფეიკი. დღეს ყევლამ გაიგო, რომ თურმე იტყუებოდა ყველა, ვინც მის მოწამვლაზე საუბრობდა", - ამბობს მამუკა მდინარაძე.