სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თუ გამოგზავნის მიზანი ქვეყნის ომში ჩართვა იყო - მდინარაძე

21.12.22 19:49
სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თუ გამოგზავნის მიზანი ქვეყნის ომში ჩართვა იყო - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე თანაგუნდელების რიტორიკას არ ღალატობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თუ გამოგზავნის მიზანი ქვეყნის ომში ჩართვა იყო. 

"რატომ არ უნდა გაგიჩნდეს ეჭვი, როცა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან ომის ადამიანები და სააკაშვილი ამას იზამდა, ლოგიკურია თუ არა ეჭვი, რომ ერთ-ერთი მიზანი ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლის თუ გამოგზავნის, იყო სწორედ ეს. როდესაც მოგიწოდებენ ისეთ რაღაცებს, რაც შიგნით გადასაწყვეტი ამბავია, ეს, რა თქმა უნდა, უხეში ჩარევაა
მაგრამ ამასთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარებს აღარ ვაპირებ, რადგან ეს ქვეყანა ახლა ომშია", - განაცხადა მდინარაძემ.