ერთი დღე სააკაშვილის გადამწყვეტ პროცესამდე - გაბედავს თუ არა ხელისუფლება ხვალ მესამე პრეზიდენტის გამოჩენას
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამის მიზეზი ციხეში არადამიანური მოპყრობა გახდა - გადამწყვეტ პროცესამდე 15 საათით ადრე, ამერიკელი ფსიქიატრის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პირველი განცხადებას აკეთებს. ერიკ გოლდსმიტი, რომელმაც სააკაშვილის ყველა სამედიცინო კვლევის შედეგი თავიდან ბოლომდე შეისწავლა ამბობს, რომ დიდი ალბათობით საქმე გვაქვს მძიმე მეტალით ინტოქსიკაციასთან. ეს არის ის, რაც მედიასთან განაცხადა. შტატებიდან საგანგებოდ ჩამოსული მედიკოსი უფრო მეტის თქმას ხვალ, სასამართლოს სხომათა დარბაზში გეგმავს.
სააკაშვილის მოწამვლის ამბავზე განგაშის სიგნალი ჩართეს "ვივა მედშიც", თუმცა ახლა კვლევების ჩატარება უკვე არაეფექტურია.
პარალელურად, პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით.
ახლა მთავარი კითხვაა, გაბედავს თუ არა ხელისუფლება ხვალ მძიმედ ავადმყოფი პრეზიდენტის გამოჩენას. სხდომათა დარბაზის პარალელურად ყურადღების ცენტრში იქნება საქალაქო სასამართლოს ეზოც.
"მიშას თავისუფლებისთვის!"- ამ სლოგანით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ აქცია უკვე დაანონსა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.