"მიეცეს სააკაშვილს სოცოცხლის უფლება" - დასავლეთის კრიტიკა და გაფრთხილება "ოცნებას"
"ქართული ოცნება" ჩიხშია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტრო, ლვოვის მერის განცხადებები არ წყდება ერთი მოთხოვნით - მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სოცოცხლის უფლება და სასწრაფოდ გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
"საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით" - ეს განცხადება დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა.
უკრაინის ხელისუფლებამ კი "ქართულ ოცნებას" განუმარტა, რომ ის არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, არამედ, საკუთარი მოქალაქის ინტერებს იცავს.
ამ განცხადებების შემდეგ უკრაინას ივანიშვილის მთავრობამ პოლიტიკური მეორე ფრონტი გაუხსნა. "ქართული ოცნება" კიევისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს, რატომ უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ და ზელენსკის მთავრობას "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
დეტალები იხილეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.