ქვეყანას სახალხო დამცველი გაზაფხულამდე არ ეყოლება

21.12.22 20:32
ქვეყანას სახალხო დამცველი გაზაფხულამდე არ ეყოლება

ქვეყანას სახალხო დამცველი გაზაფხულამდე არ ეყოლება.  პარლამენტში ოპოზიციასთან უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციების შემდეგ უმრავლესობა პარტიის ოფისში შეიკრიბა და საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ბრალდებები ისევ ოპოზიციის მისამართით ისმის. ის ფაქტი, რომ ომბუდსმენის კანდიდატურაზე კონსენსუსი ვერ შედგა, ხელისუფლება ოპონენტებს ადანაშაულებს. გაზაფხულზე ლომჯარიას შემცვლელის ასარჩევად პროცედურები თავიდან დაიწყება. მანამდე კი სახალხო დამცველის ოფისს მისი მოადგილე უხელმძღვანელებს. 

შეფასებები იხილეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.