მეტროსადგური გოცირიძე ისევ არ მუშაობს - კალაძე მისივე შერჩეულ კომპანიას, დღეს მთავრობის სხდომაზე დაემუქრა
კახა კალაძის მორიგი მცდელობა მეტროსადგურ გოცირიძესთან მიმართებაში ისევ კრახით დასრულდა. დროში გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც იქნა დასრულდა, თუმცა სადგური ისევ არ მუშაობს. ყველაფერი, რაც კომპანია "მამისონმა" მეტროში გააკეთა, უხარისხოა და ახლა გაფუჭებული საქმე ისევ თავიდან უნდა გაკეთდეს.
კალაძე დღეს უკვე აღიარებს, რომ "მამისონმა" ცუდად იმუშავა, მაგრამ ამ კომპანიას რომ შესაბამისი გამოცდილება არ ჰქონდა, ეს მერმა გაცილებით დიდი ხნის წინ იცოდა, თუმცა "მამისონს" ჯერ მეტროსადგურ გოცირიძის, შემდეგ კი ვარკეთილის გარემონტებაც კი ჩააბარა.
დეტალები იხილეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.