ზელენსკი ბაიდენის შეხვედრა ვაშინგტონში - ყველაფერი, რაც თქვეს?

21.12.22 23:53
ზელენსკი ბაიდენის შეხვედრა ვაშინგტონში - ყველაფერი, რაც თქვეს?

თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინამ შეერთებული შტატებისგან ახალი და უფრო მძლავრი დახმარების გარანტია მიიღო.  

"ერთად ჩვენ გავაგრძელებთ, კრემლისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ჩვენ ვართ უკრაინის მამაც ხალხთან ერთად, მე ვიცი რომ თქვენ გახდით წლის ადამიანის თაიმსის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სამყაროში და მიხარია რომ ახლა აქ ხართ", - უთხრა ბაიდენმა ზელენსკის.

ამის შემდეგ უკვე სიტყვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკის გადასცა: 

ჩემთვის არის დიდი პრივილეგია აქ ყოფნა, მე მინდოდა, უფრო ადრე ჩამოსვლა, თუმცა არ მქონდა ამის საშუალება. რადგან იყო მძიმე ვითარება  უკრაინაში და შესაძლოა, დამეკარგა კონტროლი სიტუაციაზე. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს უკრაინაში, მადლიერები ვართ, ბევრი ერის მიმართ ვინც გაგვიწია დახმარება. ეს არის თქვენი ლიდერობის შედეგი, მადლობა კონგრეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის", - უთხრა ზელენსკიმ ბაიდენს. 

 ცნობისთვის, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. წინასწარ ცნობილი პროტოკოლის თანახმად, ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.