უკრაინელმა სამხედრომ ბაიდენს საკუთარი ჯილდო გაუგზავნა - ფოტო ისტორიული შეხვედრიდან

21.12.22 23:56
უკრაინელმა სამხედრომ ბაიდენს საკუთარი ჯილდო გაუგზავნა - ფოტო ისტორიული შეხვედრიდან

თეთრ სახლში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ის კონგრესს და რიგით ამერიკელ ხალხს, უკრაინისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, ზელენსკიმ ბაიდენს ჯილდო გადასცა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინელმა სამხედრომ გაუგზავნა.

"მე ვიყავი რამდენიმე დღის წინ ბახმუტში, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში და მინდა გადმოგცეთ ერთი ჯარისკაცის საჩუქარი, გმირი ჯარისკაცის საჩუქრი, რომელმაც მთხოვა, რომ მისთვის განკუთვნილი ჯილდო თქვენთვის გადმომეცა, ის არის ჰაიმარსის მოწყობილობის კაპიტანი. ეს არის მისი ნება, ეს არის გმირი ადამიანის მედალი თქვენთვის, მე არ წამიკითხავს მისი წერილი, თქვენ პირველად კითხულობთ" უთხრა ზელენსკიმ ბაიდენს. 

"მე ეს არ დამიმსახურებაი, თუმცა მადლობელი ვარ ამისთვის" უთხრა ბაიდენმა 

ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერი 2 საათის განმავლობაში გამართავს აუდიენციას. დაგეგმილია ერთობლივი პრესკომფერენცია.