პალატაში ლეპტოპი არ არის - სააკაშვილს უნდა პროცესზე პირადად ჩაერთოს
მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი სულ ცოტა ხნის წინ მოინახულა, ამბობს, რომ პალატაში არანაირი ტექნიკური სამზადისი არ არის და არც ლეპტოპია შეტანილი.
გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, პროცესზე პირადად ჩაერთოს.
"მოვინახულე, სურს, რომ პროცესზე პირადად ჩაერთოს. არ ვიცი რა მოხდება, პალატაში არანაირი ტექნიკური სამზადისი არ არის და არც ლეპტოპია შეტანილი. თავად ისევ ისეა, ამჟამად გამოუძინებელი იყო, მთელი ღამე კონგრესს უყურებდა", - ამბობს გიული ალასანია
ცნობისთვის, სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ამ დრომდე უცნობია ჩართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად საკუთარ სასამართლო პროცესზე. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია "ვივამედის" არცერთ წარმომადგენელს.