რა ბედი ჰქონია ზელენსკის, ბაიდენი მსოფლიოს “წლის კაცს” უწოდებს, აქ წულუკიანი და კობახიძე აგინებენ - წიკლაური
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნუგზარ წიკალური უკრაინის პრზიდენტის კონგრესზე გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"რა ბედი ჰქონია ზელენსკის…
ბაიდენი მსოფლიოს “წლის კაცს” უწოდებს და აქ წულუკიანი და კობახიძე “იმედზე” აგინებენ" - წერს წიკლაური.
თქვენ ხართ წლის ადამიანი აშშ-ში - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ცნობისთვის, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. წინასწარ ცნობილი პროტოკოლის თანახმად, ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.