არაფერი ძველებურად არ უნდა ყოფილიყო იმ წუთიდან, როცა მიშა ჩამოვიდა - ირაკლი ნადირაძე მელიას პასუხობს
ყველაფერი ძველებურად მას შემდეგ არ უნდა ყოფილიყო, იმ წუთიდან, რაც მიშა ჩამოვიდა საქართველოში - ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პარტიის თავმჯდომარეს მიმართავს და მის განცხადებას ახსენებს.
ირაკლი ნადირაძე მოუწოდებს ნიკა მელიას და თანაპარტიელებს მეტი აქტიურობისკენ, რათა გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
ჩვენ გვესმის განცხადებები ენმ-ს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიასგან, რომ არაფერი ძველებურად აღარ იქნება.
არაფერი ძველებურად არ უნდა ყოფილიყო უკვე იმ წუთიდან, როცა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში და ის აღმოჩნდა პუტინის ტყვე.
უნდა ყოფილიყო ყოველდღიური აქტიურობა სხვადასხვა მიმართულებით. ის პროცესები, რაც დაწყებულია, სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვადანაშაულებენ, რომ მეტი აქტიურობა უნდა ყოფილიყო, უნდა გვებრძოლა ყველას - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძე ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის, მხარდამჭერია.