"აზოვსტალის გმირებივითაა" - ადვოკატი ითხოვს, სააკაშვილმა პერანგი აიწიოს და საზოგადოებას უკეთ დაენახოს
შოკისმომგვრელი კადრები სასამართლოდან - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ითხოვს, მესამე პრეზიდენტმა პერანგი აიწიოს, ადგეს და საზოგადოებას დაენახოს.
"აზოვსტალის გმირებივითაა" - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის მოთხოვნაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ თქვა, რომ ამის გაკეთების აუცილებლობა არ არის. მეტიც, მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ჩართვის დროს „გაშიშვლებას დაიწყებდა“, მას პროცესში მონაწილეობის მიღების უფლებას აღარ მისცემდნენ.
ამის შემდეგ ადვოკატმა თქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო სურდათ, ექსპრეზიდენტს ენახებინა ხელები და ტანი.