ეს სახელმწიფოს სირცხვილია, მიშა დღეს უფრო სუსტადაა და გამხდარია, ვიდრე 1 კვირის წინ - ხატია დეკანოიძე
ახლა უფრო გამხდარია და სუსტადაა, ვიდრე ერთი კვირის წინ - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია, ვიდრე ეს ერთი კვირის წინ იყო, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მან კლინიკაში მოინახულა.
ხატია დეკანოიძე საქართველოს ხელსიუფლებას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
საზოგადოებამ ახლა ნახა, მაგრამ ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან დიდი ხანია, ადამიანები, ვისაც გვაქვს საშუალება, რომ მოვინახულოთ.
ეს არის საქართველოს სახელმწიფოს სირცხვილი, ხელისუფლების სირცხვილი.
მე 1 კვირის წინ ვნახე, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო გამხდარია და ცუდად არის.
ამ ადამიანს რომ რამე დაემართოს, ეს იქნება უმძიმესი - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.