სახელმწიფოს ინტერესშია, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რადგან მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი - პაპუაშვილი

22.12.22 12:17
 სახელმწიფოს ინტერესშია, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რადგან მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმებზე დაუმორჩილებლობის გამო გამოიყურება ასე, როგორც დღეს საზოგადეობამ იხილა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ინტერესშია, რომ მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელი იყოს, რადგან "ოცნების" ლიდერის თქმით, სააკაშვილს 5 წელი მოუწევს კიდევ ციხეში ჯდომა.

"სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმების რეჟიმსა და განრიგს, სწორედ ამიტომაა ეს შედეგი და გასაგებია ამის გამო, რომ არ ემორჩილები ექიმებს, გასაგებია, რომ შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას. მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრების, რომლებიც საბოლოო ჯამში, მისი ყველაზე მეტი მტრები არიან, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, არ უნდათ რომ მოიხადოს სასჯელი, იმიტომ, რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. სააკაშვილს არ უდნა, რომ ამაზე აგოს პასუხი. მას ასევე არ უნდა, რომ პასუხი აგოს ვალერი გელაშვილის ცემაზე. უბრალოდ არ უნდა, რომ იყოს ციხეში. ჩვენ ვაკვირდებით ერთი წელია, რომ მას უნდა, რომ რამენაირად თავი დააღწიოს საჯელს. მას სასამართლომ მიუსაჯა 6 წელი, სახელმწიფოს ინტერესშია, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რადგან მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი", - განაცხადა პაპუაშვილმა