მოსამართლემ სიკვდილის მანტია მოირგო - დარეჯან ცხვიტარია

22.12.22 12:36
მოსამართლემ სიკვდილის მანტია მოირგო - დარეჯან ცხვიტარია

რას დაამსგავსეს მკვლელებმა პრეზიდენტი? მოსამართლემ მკვლელის მანტია მოირგო - ამსი სესახებ სასამართლო დარბაზიდან გამოძევებულმა  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ, განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ხელისუფლება მას უკანონობას ჩაადენინებს და მერე ხელს შეიხოცავენ.

პრეზიდენტი რას დაამსგავსეს მკვლელებმა? არ ვიცი, საერთდ როგორ გამოვედი იქიდან ნორმალური. 2 სიტყვა რომ ეთქვა პრეზიდენტს, უკრაინულად მიემართა, ხომ უკრაინის მოქალაქეა, მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა. 

გავგიჟდი, ამის მეტ პრობლემას ვერ ხედავს მოსამართლე? მომაკვდავი ადამიანი, პრეზიდენტი რომ გამოდის, სიტყვის უფლება არ მისცა. 

მე მივმართავ ახლა მოსამართლე, რომელმაც სიკვდილის მანტია მოირგო: თქვენ დარჩებით, შეგახოცავენ ხელს და ყველა მშრალად გამოვა ამ მდგომარეობიდან. ამიტომ თქვენს შვილებსაც გაყვება ეს სიკვდილის მანტიის მორგება, თქვენს შთამომავლობასაც. - თქვა დარეჯან ცხვიტარიამ.

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესიდან დარეჯან ცხვიტარია გააძევა. 

ცხვიტარიას პროტესტი არევაძის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც სააკაშვილს უკრაინულად მიმართვის საშუალება არ მისცა.