უყურეთ სააკაშვილის სახეს, ის განუკითხაობის სიმბოლოა - წიკლაური "ოცნებას"

22.12.22 12:34
უყურეთ სააკაშვილის სახეს, ის განუკითხაობის სიმბოლოა - წიკლაური "ოცნებას"

საქალაქო სასამართლოში მისული "ნაციონალური მოძრაბის" ლიდერი ნუგზარ წიკალური ამბობს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ მსოფლიოს და საზოგადოების თვალწინ გამოაქვს სასიკვდილო ვერდიქტი.

წიკალური ურჩევს "ოცნებას, რომ სააკაშვილის სახეს კარაგდ უყუროს, რადგან, ოპოზიციონერის თქმით, ის არის განუკითხაობის სიმბოლოა.

ეს არის უმძიმესი მდგომარეობა და რეალურად სასიკვდილო ვერდიქტი არის ამ ადამიანის მიმართ გამოცხადებული მთელი მსოფლიოს და საზოგადოების თვალწინ. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლემ არ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილებები, ეს არის ძალიან სერიოზული წინაპირობები სამოქალაქო დაპირისპირებისა საქართველოში.
ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ უყუროს ამ სურათს, უყუროს მიხეილ სააკაშვილის სახეს, რომელიც არის სიმბოლო იმ განუკითხაობისა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს წიკალური