მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცუდად გახდა - ადვოკატი

22.12.22 12:34
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცუდად გახდა - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცუდად გახდა - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

ადვოკატი მისი კოლეგის, ილია ლომიას ინფორმაციას ეყრდნობა, რომელმაც სააკაშვილთან პალატაში იმყოფება. 

ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა. სხდომა ამ ეტაპისთვის სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

"ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში",- თქვა შალვა ხაჭაპურიძე.