საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად და ტვირთად დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში - ხოშტარია

22.12.22 13:25
საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად და ტვირთად დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში - ხოშტარია

„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ძალიან მძიმე სანახავია მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ნახვა.

ხოშტარია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში.

ოპოზიციონერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" არ უნდა დაელოდოს, არ უნდა ჰქონდეს მათგან სწორი გადაწყვეტილების იმედი და სასწრაფოდ შეიწყალოს მესამე პრეზიენტი.

„რაც მთავარია, ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. დღეს იყო ძალიან დიდი კონტრასტი. ვაშინგტონში თავისუფლებაზე საუბარი იყო და ჩვენ, ეკრანზე ვხედავთ დანაშაულის კადრებს მიხეილ სააკაშვილის სახით. ამიტომ, ემოციურად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. სხვაგვარად ეს ყველაფერი ექსპერტების ოფიციალურ დასკვნებში წერია, ნათქვამია, რომ კიდევ უფორო მძიმე იქნება ვითარება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოვყალიბდეთ, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამ სასამართლოსგან, რომელსაც შეუძლია ასე ცივსისხლიანად აკეთოს ეს ყველაფერი, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენც უნდა ჩამოვყალიბდეთ. მე მგონია, რომ რაღაც ეტაპზე თუ ეს ასე გრძელდება და სასამართლო ჯანჯლდება ოპოზიციამ საერთო პროტესტის ირგვლივ უნდა იმოქმედოს. ფაქტია, რომ თუ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ამას საერთო წინააღმდეგობა უნდა. რას სახის იქნება ეს, ეგ ტექნიკის ამბავია. ეს არ არის ერთი პარტიის საქმე იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება ადამიანის წამება პირდაპირ ეთერში. “ქართული ოცნება” არის დამნაშავე, პასუხისმგებელი, “ქართულმა ოცნებამ” პასუხი უნდა აგოს მათ შორის, სისხლის სამართლებრივად”, - ამბობს ელენე ხოშტარია.