ხელმოცარული დიპლომატი ხარ - დაპირისპირება პარლამენტში

22.12.22 13:30
ხელმოცარული დიპლომატი ხარ - დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური პარლამენტში - "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, სალომე სამადაშვილს "ხელმოცარული დიპლომატი" უწოდა და მიმართა "ჩუმად ყოფილიყო". 

უმრავლესობის დეპუტატის გაღიზიანება  სალომე სამადაშვილის სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია.

,,ლელოს" წევრმა  სიტყვით გამოსვლისას "ქართულ ოცნებას" მიმართა: "ქვეყნის სირცხვილია, ვერ გაბედეთ ზელენსკის მოწვევა პარლამენტში გამოსვლისთვის"

ვალდებული ვარ, შევახსენო პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას. გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ შეხვდნენ თავისუფალი მსოფლიოს დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. 

მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის სირცხვილია, ამ პარლამენტის სირცხვილია, მიუხედავად იმისა, რომ ,,ლელო" გამოვიდა ინიციატივით, ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო ჩვენს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში, თქვენ დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება და დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, ეს სირცხვილია! - განაცხადა სალომე სამადაშვილმა

 ირაკლი ზარქუამ ,,ლელოს" წევრს პარლამენტის დატოვებისკენ მიუთითა.

ხელმოცარული დიპლომატი რომ მორალს გვიკითხავს, ევროსაბჭოს რეზოლუციას რომ ხელი მოაწერა ამის გუნდმა, სადაც ქართველ ბიჭებს დააბრალეს ომი, მას არ აქვს მორალური უფლება, აქ რომ გველაპარაკოს, 

კეთილი ინებე, ხელმოცარული დიპლომატი რომ ხარ, ჩუმად იყავი მაინც, არ გახსენებთ ამას. თუ სცხვენია, მაშინ დატოვე, ადექი და წადი, რა. - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.